Uni Compass-ში გვჯერა, რომ თითოეული სტუდენტი იმსახურებს მხარდაჭერასა და საუკეთესო შესაძლებლობებს.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ აკადემიური აპლიკაციების ექსპერტული შეფასებისა და პერსონალიზებული უკუკავშირის სერვისს საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
კერძოდ, ჩვენი მომსახურება მოიცავს უნივერსიტეტის აპლიკაციების, სამოტივაციო წერილების და რეზიუმეების მაღალკვალიფიციურ შეფასებასა და უკუკავშირს, რათა თქვენი აპლიკაცია გამორჩეული და პროფესიონალური იყოს.
უნივერსიტეტის აპლიკაციის შევსება ხშირად სტრესული და დამაბნეველია. ჩვენ შევაფასებთ თქვენს აპლიკაციას და დაგეხმარებით ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაში.
როგორც წესი, აპლიკაციის შევსება ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. ჩვენ დაგეხმარებით რომ თქვენი აპლიკაცია პროფესიონალურად გამოიყურებოდეს და უნივერსიტეტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს საგრძნობლად გაზრდის თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსს.
ძლიერი რეზიუმე წარმატებული სააპლიკაციო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი უნარების და გამოცდილებების ეფექტურად გადმოცემაში.
ხშირად, პირველადი გადაწყვეტილება აპლიკანტის შესახებ სწორედ რეზიუმეზე დაყრდნობით მიიღება, თუმცა შთამბეჭდავი რეზიუმეს შედგენა არც ისე მარტივია. თუ გიჭირთ აარჩიოთ რა ინფორმაცია უნდა შეიტანოთ თქვენს რეზიუმეში, ან როგორ გააცნოთ თქვენი თავი მიმღებ კომისიას, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ექსპერტიზის ლაკონურად და გასაგებად გადმოცემაში.
სამოტივაციო წერილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია წარმატებული აპლიკაციისთვის. ჩვენ დაგეხმარებით გამორჩეული სამოტივაციო წერილის დაწერაში.
თქვენი სამოტივაციო წერილი ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი შთაბეჭდილებაა, რომელსაც სასურველ უნივერსიტეტზე ახდენთ. Uni Compass-ში, ჩვენ გთავაზობთ პერსონალიზებულ უკუკავშირს, რომელიც შეესაბამება თქვენს უნიკალურ გამოცდილებასა და მისწრაფებებს. ჩვენ შევაფასებთ სამოტივაციო წერილს სიცხადის, ეფექტურობის და თქვენი აკადემიური მიზნების შესაბამისობის მიხედვით და შემოგთავაზებთ კონსტრუქციულ კრიტიკას და კონკრეტულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სიძლიერეების ეფექტურად წარმოჩენაში.